logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: გიგა ბოკერიას ლიდერის ქარიზმა რომ არ აქვს, ფაქტია!
- +

5 მაისი. 2016. 22:47


"ნაციონალურ მოძრაობაში" რა ხდება, საერთოდ უნდა დავივიწყოთ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კრიზისიდან ვერ გამოდიან. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა.


როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტი გასაგებია,  რადგან მოსახლეობას მეხსიერება არ დაუკარგავს.


დარწმუნებული ვარ, პარტიის შიგნით რღვევა მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია ისეთი პოლიტიკური ძალისთვის, რომელმაც უპირატესობა დაკარგა. ისინი ცდილობენ, ეს პროცესი ყურადღების ცენტრში მოსახვედრად გამოიყენონ, რომ მათზე ილაპარაკონ. პარტიის გაყოფა-დაყოფა ტაქტიკური სვლაა",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.


ამასთან, მისივე აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" განახლება ბოკერიასა და მისი ცოლის ხელით არ მოხდება.


რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია პარტიაში ლიდერობის მოპოვებას ცდილობს, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბოკერიას ლიდერის ქარიზმა არ აქვს.


ბოკერიას "ნაციონალური მოძრაობისთვის" თავისი ფასი აქვს. ბევრი რამ მის მიერ არის მოფიქრებული, მაგრამ ლიდერი რომ არ არის და ლიდერის ქარიზმა არ აქვს, ფაქტია",-აღნიშნა ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner