პარლამეტის წევრი ზვიად ძიძიგური გიორგი ვაშაძის წამოსვლას „ნაციონალური მოძრაობიდან" კრიზისს უკავშირებს და ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორი მმართველობის სტილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას".
„ის იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი „ნაციონალური მოძრაობისა," მისი მხრიდან ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ალბათ რაღაცა ტიპის კრიზისს უკავშირდება.
როგორი მმართველობის სტილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" მე ძალიან კარგად ვიცი. ეს არც კაბინეტური მმართველობაა, ეს არის ერთ კაციანი მმართველობა!"- განაცხადა ძიძიგურმა.