logo_geo
eng_logo
„დაპატიმრებულმა ახალაიამ ჩაუშვა მერაბიშვილი“ – ვინ და როგორ გაასაჯაროვა ციხის კადრები
- +

19 ივნისი. 2018. 03:06

 

 

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გაზეთ „ალიასთან” ინტერვიუში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საუბრობს.

 

„შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა საჯაროდ შეაქო ვანო მერაბიშვილი და კარგი მენეჯერი უწოდა, რის შემდეგაც ვანო მერაბიშვილი დააქვეითეს პრემიერ-მინისტრად. გახსოვთ, მაშინ რა დაკნინებული პოსტი იყო პრემიერობა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა პრემიერს ურტყამდა, სააკაშვილით დაწყებული, კეზერაშვილით დამთავრებული. სააკაშვილმა რომ მოისმინა ივანიშვილის ეს განცხადება, გაგიჟდა, ერთმანეთში შეკრულები ყოფილანო და ვანო მერაბიშვილი ჩამოალაბორანტა.

 

ჩემი ვერსიით, კადრები „ობიექტივში“ მიიტანა არა სასჯელაღსრულების რიგითმა თანამშრომელმა ბედუკაძემ, არამედ შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა. კადრები გამოაგდო ვანო მერაბიშვილმა! ამ დროს მერაბიშვილი გადაყვანილია პრემიერ-მინისტრად და მის ადგილას დანიშნულია ახალაია. გაბრაზებული მერაბიშვილი ახალაიას კომპრომატს, ანუ ციხეში გადაღებულ კადრებს აწვდის ოპოზიციურ ტელევიზიას. ვანო მერაბიშვილი ვერ აცნობიერებს ამ კადრების ზოგად მნიშვნელობას, მას ჰგონია, რომ ეს ბომბი მოხვდება მარტო ახალაიას და ან შეიძლება იმასაც ფიქრობდა, მე თუ მღუპავენ, ერთი, ყველას დედაც, ჩემს შემდეგ ქვა-ქვაზე ნუღარ დარჩენილაო… მრჩება განცდა, რომ ამის საპასუხოდ დაპატიმრებულმა ახალაიამ ჩაუშვა მერაბიშვილი და ახალაიას „ნაკოლით” მიაგნეს კასრებს სამეგრელოში. იმ კასრებში მხოლოდ იარაღი კი არ იყო, პოლიციის განყოფილებაში მომხდარი კადრებია, ქუთაისის და ზუგდიდის პოლიციებში როგორ აწამებდნენ ადამიანებს. ანუ ახალაიამ „აბაროტი” აუღო მერაბიშვილს და ”ოცნების” ხელისუფლებას ჩუმად მიაწოდა კადრები, რაც მერაბიშვილის უწყების არანაკლებ მძიმე დანაშაულს ადასტურებდა. ბაჩო ახალაიამ ამით ამხილა მერაბიშვილი, – მარტო ჩემს ციხეში კი არ ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, ვანოს პოლიციებში უარესი ხდებოდაო”, – აცხადებს დავითაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner