logo_geo
eng_logo
ქართულ ჭიდაობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და იუნესკო-ს ნუსხაში შევიდეს
- +

19 ივნისი. 2018. 11:52

 

კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქართულ ჭიდაობას  შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და იუნესკო-ს შესაბამის ნუსხაში შევიდეს.

 

გიორგაძეს იმედი აქვს, შესაბამის ნომინაციაში ქართული ჭიდაობის წარდგენა წარმატებული იქნება.

 

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, ჩვენი წარმატებული ურთიერთობა იუნესკოსთან. მოგეხსენებათ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაბრუნების საკითხი ძალიან წარმატებულად გადაწყდა. არაერთი ახალი ინიციატივა გვაქვს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით. არც ისე დიდი ხნის წინ, დარწმუნებული ვარ, გემახსოვრებათ ქართული ანბანის წარმატებული შემთხვევა ამ მიმართულებით. წლის ბოლოს ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ნომინაცია იქნება ქართული ჭიდაობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებისა და იუნესკო-ს შესაბამის ნუსხაში შეტანისა“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner