logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: „ნაციონალებმა“ ის დაბლოკეს და ყველასთვის უცნობი მელია წამოსწიეს...
- +

5 მაისი. 2016. 23:30


„ბებერი ნიანგებიდან"- „კაბინეტურ მმართველობამდე"-  ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გიორგი ვაშაძის წამოსვლას „ნაციონალური მოძრაობიდან" სოციალურ ქსელში აფასებს და მიზეზებსაც განმარტავს:


„გიორგი ვაშაძეს ამბიციებმა სძლიაო.

ვაშაძის თაყვანისმცემელთა რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები, მაგრამ „ნაციონალებისთვის" ის თავის დროზე მართლაც კარგი შენაძენი იყო. ამბიციები მაშინაა ცუდი, როცა ის შენს შესაძლებლობებს აღემატება, სხვა შემთხვევაში მხოლოდ წინსვლას უწყობს ხელს.

 

თავის დროზე ვაშაძის ამბიცია, რომ „ნაციონალების" მერობის კანდიდატი ყოფილიყო თბილისში, რაც მას საშაულებას მისცემდა პარტიის ახალ ლიდერად დაფიქისირებულიყო (მიშას არყოფნაში, ცხადია), იყო აბსოლუტურად ჯანსაღი და საჭირო პარტიისთვის. მაშინ ის შედარებით ახალი სახე იყო პოლიტიკაში მზარდი პიროვნული რეტინგით. იმის მაგივრად რომ „ნაცინალებს" ამით ესარგებლათ და მართლა ახალი სახე შეეთავაზებინათ ლიდერის სახით, ის დაბლოკეს და ყველასთვის უცნობი მელია წამოწიეს, რომლსაც პარტიის ლიდერობაზე პრეტენზია არ ექნებდოა.

 

ახლაც სავარაუდოდო იგივე მოხდა. სიაში წინ ისეთ ადმაინებს სვამენ, ვისაც არანაირი პრეტენზია გადაწყვეტილების მიმღეობაზე არ ექნებათ. თუ ვაშაძეს ქონდა ამბიცია განახლება რეალური ყოფილიყო და ლიდერობის ამბიციის მქონე ადმიანი ყოფილიყო წინა პლანზე, ეს ჩემი აზრით ჯანსაღი ამბიცია იყო მისი მხრიდან. თუმცა ბებერი ნიანგები არც იქ თვლემენ."- წერს მეტრეველი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner