ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „პირველი რადიოს" მიერ დაანონსებულ ამბავს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
„ხდება ხოლმე ისე, რომ ფორთხია მთავარსარდალი, იღვიძებს, ცუდ ამბებს იგებს... ცუდ განწყობაზე დგება... და ეს გამოსჭვავის მის მფლობელობაში არსებული ყველა მედიის, ყველა საშუალებიდან. ასე გამოიყურება - "დემოკრატიული, მიუკერძოებელი და ძაან თავისუფალი" მედიის კრიტიკული დღეები...
პ.ს. ვერ გაპრავდება ტექსტით, „დავურეკეთ და მობილურზე გვიპასუხა ახლა არ მცალია, ფეისბუქზე დავწერ კომენტარსო..."
მაშ ასე: - საიდან იცის პირველმა რადიომ, რას აპირებს სააკაშვილი საკუთარ ფბ გვერდზე რომ დაწეროს, როდის - რომ დაწეროს და რაზე რომ დაწეროს...
ეგებ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნება დაგიანონსათ- გაავრცელეთ - ვაშაძემ რომ წინასწარ მოტვინოს შედეგებიო....
ესეც ხომ "თავისუფალი" მედიის წილხვედრობუნობაა..."- წერს ყანდიაშვილი.