საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ ყოფილ „ნაციონალებთან" საერთო ენა ნაკლებად გამონახონ, რადგან, როგორც გამზარდია წერს „ძირითადი მტერი მით უფრო საშიში იქნება, რაც უფრო მეტგან იქნება ჩასაფრებული პარტიზანული დარტყმებით."
„ქართულ ოცნებას" არ ვურჩევდი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის იმედზე იყოს. ნაკლები ნდობით ხელისუფლებაში მოსული პარტია, თუნდაც უმრავლესობით იყოს მოსული (რაც შესაძლებელია), ნაკლებად ლეგიტიმური და მდგრადი იქნება ხელისუფლებაში.
ძირითადი მტერი მით უფრო საშიში იქნება, რაც უფრო მეტგან იქნება ჩასაფრებული პარტიზანული დარტყმებით, რისი მოდელიც იქნება სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლით გაფანტული ნაღმები.
ცნობილი ამბავია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი მოეკითხა და ნაკლებად სავარაუდოა რაიმე მოეკითხოს, ხოლო "ქართულ ოცნებას" თავისი მოეკითხება ყოველთვის და მას არაფერს აპატიებენ ისე ადვილად, როგორც მათ წინამორბედებს ეპატიათ დღევანდელი ხელისუფლებისგან ნებით თუ უნებლიედ."- აღნიშნავს გამზარდია.