logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე „ნაციონალებზე“: შესაძლოა ეს „შიზოფრენიის“ ერთგვარი ფორმაა...
- +

6 მაისი. 2016. 00:04


მწერალი პაატა ქურდაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებას აფასებს, რომლებიც გიორგი ვაშაძის მიერ პატრიის დატოვებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.


„ჩემი აზრით „ბიძინაფობია" უკვე საშიშ ზღვარს გასცდა - დღეს ჯერ ვაშაძეს ვუსმინე, რომელიც თავის წასვლას მშობლიური პარტიის ივანიშვილის წინააღმდეგ დააშაულებრივად არაეფექტური, "უნიათო" და "კაბინეტური" ბრძოლით ხსნიდა, ამასთან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ივანიშვილის ლანძღვას მოანდომა. ცოტა ხნის შემდეგ კი ნუგზარ წიკლაურის განცხადება წავიკითხე, სადაც ის ამტკიცებს რომ ვაშაძის ნაბიჯი მხოლოდ „იუდა“ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს... ნუგზარამაც ძირითადად ივანიშვილს „აგინა" ახლა მიშა!... მოკლედ ერთმანეთის მაგივრად ბიძინას აგინებენ. შესაძლოა ეს "შიზოფრენიის" ერთგვარი ფორმაა.. არ ვიცი..

 

იქნებ „ზენაციონალებს" თავში პატარა მოფუსფუსე ბიძინები ყავთ, გაზპრომის დოლარებით დატენილი ჯიბეებით და იტანჯებიან... ვინ იცის!

 

ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ პიროვნების კულტი და ანტიკულტი ზუსტად ერთნაირად ათაყვანებს ადამიანს, პირველი ფანატიკური თაყვანისცემითა და სიყვარულით, მეორე ასევე ფანატიკური სიძულვილით. ადამიანს არ შეუძლია იყოს აბსოლუტური სიკეთე (მიშა) და აბსოლუტური ბოროტება (ბიძინა) ან პირიქით... ეს როლები დიდი ხანია ღმერთს და სატანას აქვთ განაწილებული.

 

ფანატიზმი ყველა ათვლის წერტილიდან საშიშია ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის..."



მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების თემას ეხმაურება. როგორც ცნობილია, ვაშაძის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი.


ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა განცხადება გაავრცელა. სააკაშვილი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების მიერ დროდადრო ხმაურიან გასვლას ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.


"მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში. - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner