logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: სააკაშვილის საგანგებო (გან)ცხარება-- მაგ სიმართლით ხოცავდით ხალხს!
- +

6 მაისი. 2016. 00:10


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადებას ეხმიანება:


„სააკაშვილის საგანგებო (გან)ცხარება....

როგორი სიმართლეც ამ განცხადებაშია;

- მაგ სიმართლით მართავდით 9 წელი.

- მაგ სიმართლით - 26 მაისი.

- მაგ სიმართლით - 7 ნოემბერი და იმედი.

- მაგ სიმართლით მოიგეთ ომი.

- მაგ სიმართლით იყავით პირველები საქართველოს ისტორიაში.

- მაგ სიმართლით ხოცავდით ხალხს.

- მაგ სიმართლით ხარ - ერთიანნი....

- მაგ სიმართლით ძლიერდებით და გარდაისახებით ამჟამადაც.....

 

ნუუ, დაუშვათ, რომ მომავალ პარლამენტში, რუსთავი 2-ის გაჭაჭვით - 10 კაცს მაინც გაიყვანთ........ რა იყო, ამ 10 მანდატს ვერ იყოფთ? აბა უანგაროა ჩვენი ერთობაო - smile ემოცია პრინციპებზე და ფასეულობებზე ნაკუწ-ნაკუწ ნაწეპებიო.... აბა დროს გაუძლო ჩვენმა ძმობამო? ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყოვო?

 

მთელი ერი სიამოვნებთ ვაკვირდებით, საკუთარ ბოღმაში როგორ - შოპენი, ფრედერიკ შოპენი..."



მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების თემას ეხმაურება. როგორც ცნობილია, ვაშაძის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი.


ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა განცხადება გაავრცელა. სააკაშვილი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების მიერ დროდადრო ხმაურიან გასვლას ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.


"მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში. ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს. ახლა ნაციონალური მოძრაობის ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს" - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner