logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთო!
- +

6 მაისი. 2016. 00:30


„მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთო, რაც 90%-ით არჩევნებში ჩართვასაც ნიშნავს,"-  ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


"როცა შედიხარ არჩევნებში, სადაც პრაქტიკულად ყველა ფრონტზე ძალიან დიდი ფული ტრიალებს, საკმაოდ დამაფიქრებელია, მაგრამ მე მოქმედების აქტიურ ფაზაში გადავდივარ.   ვინმეს კვოტით არჩევნებში მონაწილეობა ჩემი სურვილი არ არის. საჭიროა, ქვეყანაში დამოუკიდებელი კონსტრუქციული ძალა არსებობდეს. ახალ პარტიას ალბათ არ შევქმნი. ძველ პარტიას რამდენად გამოვიყენებ, ესეც არ გადამიწყვეტია, მაგრამ რა ფორმატით მივიღებ მონაწილეობას, ამ განცხადებას ოფიციალურად გავაკეთებ",-აღნიშნა ზურბიშვილმა პოლიტიკური გეგმების შესახებ კითხვის კომენტირებისას.


მისივე თქმით, თავისი გეგმების პრეზენტაციას ახლო მომავალში გამართავს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner