logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: თუ დღევანდელ ახალგაზრდებში კრიმინალური მენტალიტეტი ჭარბობს, პრობლემა მის ოჯახში უნდა მოვიძიოთ!
- +

20 ივნისი. 2018. 02:18

 

„არ ვეთანხმები პესიმისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა კრიმინალური მენტალიტეტისაა. კარგად ვიცნობ ჩემს შვილებს, მათ მეგობრებს და მჯერა, რომ უმრავლესობა მათნაირია ანუ იმაზე უკეთესები ვიდრე ჩვენ ვიყავით. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე მოზარდები ჩემი ბავშვობის დროსაც იყვნენ. მაშინაც ხდებოდა მკვლელობები და გავლენიანი მამიკოები მაშინაც აფარებდნენ ხელს დამნაშავე შვილებს“, - ამის შესახებ ჟურნალ „გზასთან“ მიცემულ ინტერვიუში ქართველმა პოლიტიკოსმა კობა დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „დამნაშავის მიმართ ოჯახური სოლიდარობა კანონზე მაღლა დგას, რაც ჩვენი მენტალიტეტითაა განპირობებული“.

 

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დამნაშავის მიმართ ოჯახური სოლიდარობა კანონზე მაღლა დგას, რაც ჩვენი მენტალიტეტით არის განპირობებული. ეს ქართული ჭირია. ვფიქრობ, ამ ამბავში ყველაზე ნაკლები დანაშაული მოზარდებს მიუძღვით. პრობლემა მათ ოჯახში უნდა დავინახოთ. ახალი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ოჯახის სახეა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის, მაგრამ ოჯახის ფასეულობა მაინც ძალზე მნიშვნელოვანია. ფასეულობაში სიტყვიერ ქადაგებას კი არა, რეალურ საქმეს ვგულისხმობ. ასე რომ, თუ დღევანდელ ახალგაზრდებში კრიმინალური მენტალიტეტი ჭარბობს, პრობლემა მის ოჯახში უნდა მოვიძიოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner