logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე ამერიკის საელჩოს ატაშეს შეხვდა
- +

6 მაისი. 2016. 10:11


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი,  თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ამერიკის საელჩოს თავდაცვის საკითხებში მეკავშირე ოფიცერს პატრიკ დანიელსს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, როგორც სამხედრო სფეროში, ასევე ვეტერანების დახმარების კუთხით. შეხვედრაზე დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ ატაშე უზრუნველყოფს პირდაპირ კონტაქტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ამერიკის ვეტერანების დეპარტამენტს შორის, რომელიც დაეფუძნება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს, იგეგმება ამ ურთიერთობების უფრო გაღრმავება. აღინიშნა ასევე, რომ ამერიკელი ვეტერანები გაუზიარებენ ქართველ ვეტერანებს ცოდნასა და გამოცდილებას ამ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა და დაიგეგმა შემდგომი ერთობლივი მოქმედებები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner