logo_geo
eng_logo
მერაბ კოკოჩაშვილი: ზურა ოთახიდან ღრიალებდა - მხეცი ხარ, ტირანიო...
- +

6 მაისი. 2016. 10:20


მერაბ კოკოჩაშვილი ზურა ქაფიანიძის შესახებ იხსენებს:

„ფილმს „მიხა" წინარეხში ვიღებდით. საბძელში ზურა ქაფიანიძისა და მანანა ბახტაძის სცენა თამაშდება. ისინი სოფელს ალყაში ჰყავს მომწყვდეული და კარს უმტვრევენ. გოგო უნდა ტიროდეს და მიხაც აბღავლდეს. ბიჭებს გასანათებელი აპარატურა უჭირავთ, ხელები ეწვით.
მანანა ქვითინებს, ზურას ცრემლი არ გადმოსდის. მეუბნება: მატკინე რამე, თორემ ვერ ვიტირებო.-დამარტყიო. როგორი ასატირებელია ზურა? თოფის სალტე დავარტყი, მაგრამ ვერაფერი დავაკელი, ვერ ავატირე. ბოლოს ვთქვი,- მორჩა, დღეს გადაღება აღარ იქნება-მეთქი. თან, გულში ვფიქრობ, ეგებ ეწყინოს და ატირდეს. შუქები გამორთეს. მართლაც, ზურა ბოღმისგან ატირდა. ეპიზოდი გადავიღეთ და გახარებულმა გადავკოცნე, მაგრამ ზურას ვეღარ ვაწყნარებდი.
გვაგინა, ყველაფერი დაგვინგრია და გავარდა. მირბის ბღავილით და მივდევთ: ზურა, შენი ჭირიმე, გეხვეწები, გაჩერდი. ვერაფერი გავაწყვეთ. ოთახში ჩაიკეტა და იქიდან ღრიალებდა - მხეცი ხარ, ტირანიო. მართალია, მის წინაშე დამნაშავე ვიყავი".



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner