logo_geo
eng_logo
ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმას 30 სამართალდამცველი ემსხვერპლა
- +

20 ივნისი. 2018. 11:55

 

ავღანეთში სულ მცირე 30 სამართალდამცველი ემსხვერპლა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმას.

 

დღეს დილით, „თალიბანის“ მებრძოლებმა პოლიციის ორ საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელეს, რაც დიდი მსხვერპლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის მთავრობის მიერ, „თალიბანთან“ დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმაა ავღანელ სამართალდამცველებზე.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს, ავღანეთის მთავრობის მეთაურმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ „თალიბანთან“ დადებული ზავი, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, კიდევ 10 დღით გაგრძელდებოდა. თუმცა, მოგვიანებით, „თალიბანის“ რადიკალურმა მოძრაობამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ზავის გაგრძელება მათ გეგმებში არ შედიოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner