logo_geo
eng_logo
ბორის კაკუბავა: მალხაზ მაჩალიკაშვილთან ორი შეკითხვა მაქვს...
- +

20 ივნისი. 2018. 13:09

 

 

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ბორის კაკუბავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქციები, რომელსაც ზვიად კუპრავა შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ატარებდა, სინამდვილეში ნაციონალი რევანშისტების აქცია იყო.

 

კაკუბავა მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძე შვილმკვდარი მამასავით არ იქცევა. იგი ამბობს, რომ „შვილმკვდარი მამები“ ისე არ იქცევიან, როგორც ზაზა სარალიძე.

 

„ყველამ კარგად დაინახა, რომ თავიდან ზაზა სარალიძე სიტყვასაც ვერ ამბობდა და ზვიად კუპრავა კარნახობდა ყველაფერს! მაგრამ ცოტა ხანში, ეს შვილმკვდარი მამა ისე გააპოლიტიკოსეს, თავისი სახელიც დაავიწყდა და გვარიც. ხალხმა ბოლოს და ბოლოს გაიგო, ვინ არიან ესენი, მაგრამ ხელისუფლებამ რატომ ვერ გაარკვია ის, რომ ძალადობრივი გზით დამხობის მოწოდება ისჯება? ერთ მომენტში წკიპზე იყო სიტუაცია და მეგონა, სადაცაა გადატრიალება დაიწყება-მეთქი! მაქვს სერიოზული ეჭვი და ვკითხულობ – ვიღაცა ხელისუფლებიდან სააკაშვილთან შეთანხმებულად ხომ არ მოქმედებდა და ხელისუფლების ხავერდოვან გადაბარებას ხომ არ გეგმავდა, რაც არ გამოვიდა და სამთავრობო ცვლილებებიც იმიტომ მოხდა?

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამწარებული კაცია და პატივს ვცემ, მაგრამ ორი შეკითხვა მაქვს მასთან:

 

როცა ჩეჩნები აფხაზეთში გვებრძოდნენ და არ გააპროტესტა ის უბედურება და მეორე – ლაფანყურში სააკაშვილმა ვაჟკაცი ბიჭები რომ შემოიტყუა და ჩახოცა, ამ ბიჭების მკვლელებთან, ნაციონალ ზონდერებთან ერთად აპროტესტებს მაჩალიკაშვილი უსამართლობას? ამ ბრძენმა კაცმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რატომ ვერ განჭვრიტა ის, რომ სარალიძის გვერდით მისი ადგილი არ იყო, რადგან მიტინგს უძღვებოდნენ მკვლელები, რომლებმაც ქართველი ხალხი და ჩეჩნები ჩახოცეს“, - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner