კანადაში ტყის ხანძარი კვლავ მძვინვარებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ პროვინცია ალბერტაში 85 ათასი ჰექტარი მოიცვა. ხანძარი სამხრეთის მიმართულებით ვრცელდება.
სტიქიის ლოკალიზებაში 1 100-ზე მეტი მეხანძრე და 145 ვერტმფრენი მონაწილეობს. ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 88 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.
ევაკუირებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში, მათ შორის სკოლების ტერიტორიაზე განთავსდა.