პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ალიასთან" მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საუბრობს. ნიშნიანიძის თქმით, ისინი ამ ეტაპზე მაჟორიტარულ სისტემას უჭერენ მხარს და ეს გამართლებულად მიაჩნია.
„მაჟორიტარებზე ვთქვი, ჩვენ ამის დადასტურებას ვახდენთ ახლაც, რომ ამ ეტაპზე, 2016 წელს, მაჟორიტარულ სისტემას ვუჭერთ მხარს, ამას თავის პლუსებიც აქვს და მინუსებიც. მაგალითად, ევროპის ქვეყნები არის, სადაც მაჟორიტარული სისტემა გამართულად მუშაობს თავის ამომრჩეველთან და ბევრ სიკეთესაც აკეთებს თავისი რაიონისთვის, ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის, ხალხიც უნდა შეეგუოს ნელ-ნელა ცვლილებას. ამიტომ, კი ბატონო, გაცხადებული გვაქვს, რომ 2020 წელს გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვტოვებთ მაჟორიტარულ სისტემას და ეს გამართლებულად მიმაჩნია", - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.