logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: კოტე, ჭორი დადის კი არა, დანამდვილებით ვიცი, რომ ქლიავი ხარ!
- +

20 ივნისი. 2018. 14:43

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა სახემ, კოტიკო იოსელიანმა, რომელსაც, რატომღაც, ყოველდღე დაათრევენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში (გეგონება, დიდი მოაზროვნე მყავდეს), ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში უკადრებელი იკადრა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სტატიაში წერს.

 

„პრინციპში, უკადრებელი კი არა, თავისი საკანალიზაციო ღრუდან დიდი სიბინძურე გადმოანთხია:

 

კოტე იოსელიანი: „ბახტაძეზე ქალაქში დადის ჭორები, რომ არის უტა ივანიშვილის გულისწორი... ეხლა ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი და ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს".

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს, ის პასუხობს:

 

„გულისწორი რასაც ნიშნავს, ყველამ ვიცით, სხვა სიტყვას არ ვიტყვი სპეციალურად… დღეს მთელი დღეა ეს მესმის ყველა სოციალურ ქსელში და სოციალურ ფორუმზე. შეუძლიათ, შეაბერდნენ ერთმანეთს, მაგრამ შორს ხელები ქართული პოლიტიკისგან".

 

ამ ადამიანის მსგავს არსებას ყურადღებას არავინ აქცევდა და თავს გაუვიდა. ვირს პიტნა ეჯავრებოდა და მაინც ცხვირში სტენიდნენო, ისეა ჩვენი საქმე... ვისაც ქართველი ხალხი ვერ იტანს, სწორედ იმ ტაკიმასხარებს გვტენიან (რატომღაც) ე.წ. ქართული ტელევიზიები. ახლა დაიწყებენ ამ თემის გაფაქიზებას, ეს ჰომოფობიააო, მიუღებელიაო, ვემიჯნებითო, უკაცრავადო... და ასე შემდეგ. ჰომოფობია კი არა, პოპულარულ ენაზე რომ გითხრათ, ეს არაკაცობა და დიდი სიბინძურეა!

 

ტელეკომპანია „იბერიადან“ აცხადებენ, კოტიკოს აღარასოდეს მოვიწვევთ ჩვენს ეთერშიო. უი, აქამდე რომ იწვევდით, სულ ეროვნულ სიბრძნეებს აფრქვევდა, ხომ?!

 

რა გინდა, შე ოხერო მაიმუნო (ბოდიში მაიმუნთან), ეს ბიჭი, უტა ივანიშვილი არავის აწუხებს, საერთოდ არ ერევა არც პოლიტიკაში და არც საქართველოს დღევანდელ ცხოვრებაში, რას ერჩი, რა ბოღმა გახრჩობს ასეთი?!

 

კოტიკო იძახის, შორს ხელები ქართული პოლიტიკისგანო. სასაცილოა პირდაპირ, ვინ გდიხარ, რას წარმოადგენ, რომ პოლიტიკასაც ეხები და სიტუაციასაც გვილაგებ? არაფერს, საერთოდ არაფერს წარმოადგენ, არარაობა ხარ და ამიტომაც გახრჩობს ბალღამი!!!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner