logo_geo
eng_logo
ჯანო იზორია: ჩაის დალევ-მეთქი? - ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა...
- +

6 მაისი. 2016. 10:46


მსახიობი ჯანო იზორია მოგვითხრობს საკუთარი სიყვარულის ისტორიას, რომელიც ნინო გოშაძესთან ქორწინებით დასრულდა:



„ნინიმ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, გიორგი შალუტაშვილის ჯგუფი. ის რომ ჩაირიცხა, იმ წელს მე დავასრულე სწავლა. წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრილვართ.
ფოთის თეატრში მიიწვიეს. მალე მეც ჩავედი ფოთში. თეატრში მივედი და საგრიმიოროში შესულმა დავინახე, სკამზე იჯდა და თავზე ორი კიკინა ჰქონდა - ბეკეკას რომ აქვს, ისეთი.

გაცნობისთანავე ვკითხე, ჩაის დალევ- მეთქი? დამეთანხმა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
ფოთში დავათვალიერებინე ყველაფერი, თუკი რამ ღირსშესანიშნავი შეიძლებოდა მეჩვენებინა და ჩემი ქალაქით მის წინაშე მეამაყა.
ნავით დავსეირნობდით, პალიასტომზე ვიყავით, შუქურაზე ავიყვანე.
ნინისა და ჩემს ურთიერთობაზე ძალიან „გემრიელი", თბილი ფილმი გამოვიდოდა.
მერე გრძნობამ გაიღვიძა, პალიასტომის ტბას დაემსგავსა და ზღვასავით აღელდა.
ბოლოს გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით", -
ამბობს მსახიობი.



ჯანოსა და ნინოს 29 მარტს პატარა ევა-გაბრიელა შეეძინათ. სახელი მშობლებმა პატარას ერთად შეურჩიეს.
ჯანოს თქმით, ევა-გაბრიელა უპრეტენზიო ბავშვია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner