logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე ივანე კიღურაძეს: თუ აკადემიაში მოხვედით, გაუწიეთ კიდეც ანგარიში მას!
- +

6 მაისი. 2016. 10:53


აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინტერესების გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებს. კიღურაძემ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში ცვლილებებს გულისხმობს. აკადემიკოსთა უმრავლესობა ცვლილებების პროექტს არ ეთანხმება. ისინი ამბობენ, რომ კიღურაძემ კანონპროექტი აკადემიკოსებისგან დამოუკიდებლად მოამზადა.


„თქვენ იმიტომ მობრძანდით აქ, რომ გითხრეს აქ მოსვლა! და თუ მოხვედით, გაუწიეთ კიდეც ანგარიში აკადემიას. თქვენ აქამდეც უნდა გაგეწიათ ანგარიში მეცნიერთა ეროვნული აკადემიისთვის", - მიმართა ჯაველიძეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner