logo_geo
eng_logo
გერმანია მოქალაქეებს შესაძლო ბიოლოგიურ თავდასხმაზე აფრთხილებს
- +

21 ივნისი. 2018. 10:50

 

გერმანია მოქალაქეებს ბიოლოგიური იარაღით ტერორისტული თავდასხმების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა პიტერ ფრანცმა ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც პიტერ ფრანცმა აღნიშნა, ტერორისტები ამ საკითხს „საკმაოდ შემოქმედებითად“ უდგებიან და ცდილობენ, ყველანაირი სცენარი შეისწავლონ. ასეთი თავდასხმისთვის კი ქვეყანა წინასწარ მზად უნდა იყოს.

 

15 ივნისს გერმანიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნის ბრალდებით ტუნისელი ქალი დააკავეს.

 

უწყების ცნობით, ქალი ქალაქ კელნში დააკავეს. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კი პოლიციამ ტოქსიკური ნივთიერება რიცინი ამოიღო. პროკურატურის ცნობით, ტუნისელმა ის სახლის პირობებში თავად დაამზადა. მას ბრალი ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის უკვე წაუყენეს.

 

ამასთან, სამართალდამცავ ორგანოებს სერიოზული მტკიცებულებები აქვთ იმისა, რომ ქალი ტერაქტს გეგმავდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner