logo_geo
eng_logo
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
- +

21 ივნისი. 2018. 11:52

 

 

გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა.

 

რაც შეეხება მთლიანად 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკას, BAMF-ის ინფორმაციით 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 263 მოქალაქემ მოითხოვა (იანვარ-აპრილში - 2 087), რაც მთლიანი მაჩვენებლის 3,3%-ს შეადგენს.

 

ამასთან, 5 თვის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი 68 368 უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი - 17 587 იყო სირიის მოქალაქე; 6 900 - ერაყის მოქალაქე; 4794 - ნიგერიის მოქალაქე. ათეულში ასევე შედიან: ავღანეთი - 4 210 მოქალაქე; ირანის ისლამური რესპუბლიკა - 3 598 მოქალაქე; თურქეთი - 3 191 მოქალაქე; სომალი - 2 470 მოქალაქე და ა.შ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner