logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ირაკლი ნადარეიშვილმა პასუხისმგებლობა აიღო სამართლიანობის აღდგენაზე და მჯერა, კარგი პროკურორი იქნება!
- +

21 ივნისი. 2018. 14:33

 

„ერთ-ერთ ღონისძიებაზე კახა კახიშვილის პროკურორად დანიშვნაზე იყო საუბარი და იქ აღნიშნული საკითხის სპეციალისტებმა მითხრეს, რომ კახის არ აქვს უფლება მთავარი პროკურორობის, კანონიდან გამომდინარე“ , - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა. არეშიძემ განმარტა თავისი განცხადება, თუ რატომ ისურვებდა ირაკლი ნადარეიშვილს მთავარ პროკურორად.

 

„პროკურატურის მუშაობას გადასარევად არ ვიცნობ, მაგრამ როდესაც ნადარეიშვილი დაინიშნა, პროცესი დაიწყო. ეს ადამიანი მსგავს დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, პასუხისმგებლობა აიღო სამართლის აღდგენაზე და მას ენდო ხელისუფლება, გავარკვიე, რომ 2006 წელს მისი გაგდება მოუნდომებიათ, მაგრამ თავად წასულა. ერთ-ერთ სასამართლოზე მერაბიშვილს დაუყვედრებია,  გაგდებული ხარო. გაგდებული კი არა, ჩემი ნებით წავედიო. ბევრი მძიმე შემთხვევა მახსოვს, მაგალითად კბილაშვილის, რომელიც მივიდა და დაკორტნეს, იქ არის ხალხი დარჩენილი, რომელიც თავის თანამდებობას კბილებით იცავს. ვფიქრობ, რომ ირაკლი ნადარეიშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება. არ ვიცნობ კარგად, მაგრამ მომწონს, რომ საქმეებზე თავად არის პასუხისმგებელი. თუ მის კანდიდატურას დააყენებენ, საინტერესო იქნება“,- განაცხადა არეშიძემ.

 

არეშიძემ ასევე დასძინა, რომ დღევანდელ პროკურატურაში მომუშავე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამდებობების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

 

„ხელისუფლებას აქვს ახლა კარგი შესაძლებლობა. მაშინ იყო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები და ახლა საზოგადოების კეთილი ნება უნდა დაიმსახურონ. პროკურორების ერთი ნაწილი დარჩენილია მიღმა და უკან უნდა დააბრუნონ. პროფესიონალებს ვგულისხმობ. პროკურატურაში არის საერთაშორისო დეპარტამენტი, ხშირად გვესმის ხოლმე, ვერ ვაძლევთ სამართალში საზღვრებს გარეთ ვერავის. კეზერაშვილის სასამართლო პროცესზე ფარატინა ქაღალდები წარადგინეს. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, როცა მერაბიშვილის ნათესავია დღემდე ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი? მოკლედ, ეს ადამიანები, რომლებიც იქ არიან გასუსულები, რა თქმა უნდა, არასდროს მოინდომებენ, სამართლიანობის წისქვილზე დაასხან წყალი“, - განაცხადა არეშიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner