სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის, უკრაინასა და კოსოვოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებას.
„სლოვაკეთი ვერ ხედავს პრობლემას თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შემოღებაში, თუ თურქეთი შეასრულებს ყველა პირობას, რომელსაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმის მსურველთა ქვეყნებისთვის აწესებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს საქართველოსთან, უკრაინასა და კოსოვოსთან მიმართებაშიც", - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.