logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ეს ისეთი რეგისტრის უნამუსობაა, „ნაცის“ გარდა რომ ვერავინ შესწვდება
- +

21 ივნისი. 2018. 19:23

 

 

„2018 წლის 10 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მიტინგზე ხალხი რომ მოეტყუებინათ, „ნაცებმა“ ათასგვარ აფერას მიმართეს, მაგრამ დემაგოგიისა და სიცრუის თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული მაინც ის კლიპი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსეს“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„მავანმა, რომელიც ვიდეოს დაყენებული ტემბრითა და ტრაგიკული ინტონაციით ახმოვანებდა, საზოგადოებას აუწყა, რომ კლიპში მოცემულია „კრემლის ბოლო იმედის, საქართველოს ნომერ პირელი მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდის მსხვერპლთა არასრული სია“.

 

2012 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში კრიმინალმა, პირადმა მტერმა, ყოფილმა ქმარმა თუ მოქმედმა საყვარელმა, ვინც კი მოკლა, ვინც თავი მოიკლა ან რაიმე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, „ნაცებმა“ თითქმის ყველას წინასამიტინგო პროპაგანდისტულ კლიპში მოუყარეს თავი და „ივანიშვილის მმართველობის მსხვერპლად“ გამოაცხადეს.

 

მეტიც, „ნაცებმა „ივანიშვილის მმართველობის მსხვერპლად“ ისეთი ადამიანებიც კი შერაცხეს, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს დაიღუპნენ.

 

მაგალითად, „ნაცების“ წინასამიტინგო კლიპში „ივანიშვილის მმართველობის მსხვერპლთა“ სია ათი თვის ბარბარე რაფალიანცით იწყება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი თვით ადრე გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში ჩამხრჩვალი იპოვეს.

 

ამ ტრაგიკული შემთხვევიდან მთელი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ სრული შემადგენლობით - თავისი პოლიციით, პროკურატურით, კუდ-ითა და სოდ-ით ხელისუფლებაში იმყოფებოდა და სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ჩვილის დაღუპვის საქმე გამოეძიებინა.

 

მეტიც, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგაც, თითქმის ორი თვის განმავლობაში, ვიდრე ახალი მთავრობა დაკომპლექტდა, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი დაინიშნა, ძალაუფლება კვლავ „ნაცებს“ ეპყრათ და ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოსაძიებლად საკმარისი დრო ჰქონდათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

 

სამაგიეროდ, დღეს პროპაგანდისტულ, ტყუილებით გაჯერებულ კლიპებს აკეთებენ და რაფალიანცს „ივანიშვილის მმართველობის მსხვერპლად“ აცხადებენ. ეს ისეთი რეგისტრის უნამუსობაა, „ნაცის“ გარდა რომ ვერავინ შესწვდება“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner