logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გათავისუფლებულია
- +

21 ივნისი. 2018. 19:48

 

რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გათავისუფლებულია. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გათავისუფლების სანაცვლოდ, 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს.

 

27 წლის გოჩა ბერიანიძემ და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი ცოტა ხნის დატოვეს.

 

გათავისუფლებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციაში დაკითხავენ.

 

ჯავახიშვილი და ბერიანიძე თანასოფლელებთან ერთად, სოფლის სალოცავში მიდიოდნენ, როდესაც მათი დაკავება მოხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner