ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის" პოზიციებზე ავიადარტყმები განახრციელა. შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისრაელის ტერიტორიის მისამართით ნაღმტყორცნებიდან ცეცხლის გახსნის სანაცვლოდ დაიბომბა მოძრაობა „ჰამასის" ოთხი პოზიცია.
ავიაიერიშის შედეგად დაშავდა რამდენიმე ბავშვი და დაიღუპა ერთი ქალი, რომლის სახლსაც ჭურვი დაეცა.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში „ჰამასის" უკვე მეორე გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც ბლოკადაში მყოფ ღაზას სექტორს ისრაელთან აკავშირებს.
ღაზას სექტორში ამჟამინდელი სამხედრო მოქმედებები ყველაზე მასშტაბურია 2014 წელს კონფლიქის დაწყებიდან.
2007 წლიდან ისრაელსა და „ჰამასს" შორის შეიარაღებული კონფლიქტი სამჯერ გაჩაღდა. 2014 წლის ზაფხულში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა 2200-ზე მეტი პალესტინელი და ისრაელის 70 მოქალაქე.