logo_geo
eng_logo
ბესიკ ხარძიანის საქმეში ბრალდებულს წითელი ცირკულარით მოძებნიან
- +

6 მაისი. 2016. 11:52


საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საერთაშორისო მასშტაბით განხორციელდება.



პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მუხაძეს რაც შეეხება, სხვა საქმეებზეც არის ბრალდებული და საერთაშორისო ძებნილი. საქმეები ძირითადად, არასათანადოდ მოპყრობის ფაქტებს ეხება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს აღმკვეთი ღონისძიების პროცესი, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი პროცედურები საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით, რადგან ხსენებული პირები იყვნენ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილებში", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ



შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურტატურამ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე ალექსანდრე მუხაძესა და ბიზნესმენ გია უდესიანზე სისხლისსამართლებრივი დევნა კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე დაიწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner