წმინდა სინოდის კრების ოქმში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს აღნიშულია, რომ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა.
სინოდის ოქმის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის შესახებ და მოისმინა სინოდის მღვდელმთავართა აზრი.
სინოდის კრებამ დაადგინა: „საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.