logo_geo
eng_logo
„შეიქმნება კომისია, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებისას გარდაცვლილების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ იმსჯელებს“
- +

22 ივნისი. 2018. 02:44

 

„შეიქმნება კომისია, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებისას გარდაცვლილების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ იმსჯელებს“,- ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

 

წმინდა სინოდის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ დღევანდელ სხდომაზე წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ.

 

„კრებამ იმსჯელა და დაადგინა: შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად“,- ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner