სოხუმში, მდინარე კელასურის შესართავთან ორი სტუდენტი დაიხრჩო. მათი ცხედრები მყვინთავებმა დღეს იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მიზან ლომიამ „სპუტნიკს“ განუცხადა.
„სამწუხაროდ ბიჭები დაიღუპნენ. მათი ცხედრები მყვინთავებმა იმ ადგილას იპოვეს, სადაც მდინარე კელასური ზღვაში ჩაედინება“, - აღნიშნა ლომიამ. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სტუდენტები მორევს ჩაეთრია.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები პიკნიკზე იმყოფებოდნენ, შემდეგ ზღვაში შევიდნენ, რა დროსაც ისინი ძლიერმა დინებამ წაიღო. მათ ძებნაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, კატერები და შვეულმფრენი.