logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: შალვა რამიშვილის საქმეზე ყველა ის პირი დაიკითხება, ვის საჭიროებასაც გამოძიება დაინახავს
- +

6 მაისი. 2016. 11:55


საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძეს განცხადებით, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოხდება ყველა იმ პირის დაკითხვა, ვინც რამიშვილის განცხადებაში ფიგურირებს და ვის საჭიროებასაც გამოძიება დაინახავს.



შალვა რამიშვილის განცხადება გადაგზავნილია შესაბამისი რეაგირებისთვის და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები იმის დასადგენად, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები რამდენად შეესაბამება რეალობას. ასევე მიმდინარეობს ხალხის გამოკითხვა, რათა დადგინდეს მის განცხადებაში არსებული ფაქტების რეალობა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



შოთაძის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, დაიკითხა თუ არა ტელეკომპანია „იმედის" ხელმძღვანელობა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, თუმცა განაცხადა, რომ განცხადებაში დასახელებული ყველა პირი დაიკითხება. ყველა გამოიკითხება, ვისი გამოკითხვის საჭიროებაც დადგება.



ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რამდენიმე კვირის წინ მიმართა და მასზე, როგორც ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. მან პროკურატურას მისი და „იმედის" დირექტორს გიორგი ბახტაძეს შორის მიმოწერაც წარუდგინა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner