logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ე.წ. კაბელების საქმეზე მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება
- +

6 მაისი. 2016. 12:18


მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით,  ე.წ. კაბელების საქმეზე მოლოდინი აქვთ, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება



კაბელების პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და ბრალდების მხარემ ამ საქმეზე წარადგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ეს დადასტურდა არამარტო წინასწარი გამოძიებით, არამედ სასამართლოში ჩატარებული გამოძიებით, კონკრეტულად, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.

ჩვენი პოზიცია არის მყარი და ერთადერთი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ბრალდებულის მიმართ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner