ანკარაში „ისალმური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, დაპატიმრებულები თურქეთში, არჩევნებამდე ტერაქტებს გეგმავდნენ.
სპეცოპერაცია თურქეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველების მიერ დაკავებული 14 ადამიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად კვირას გაიმართება.