ლონდონში, ჩარინგ-კროსის სადგურიდან პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.
როგორც პოლიციაში განმარტეს, სადგურზე მყოფი მამაკაცი ამბობდა, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.
„ინციდენტი ჩარინგ-კროსის სადგურზე მოხდა. ამჟამად მამაკაცი დაკავებულია. მგზავრების ევაკუაცია მათი უსაფრთხოების მიზნით მოხდა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცავების ცნობით, სადგური მუშაობას მალე განაახლებს.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჩარინგ-კროსის სადგურზე მობილიზებულია პოლიცია.
სადგური ინგლისის დედაქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობს.