logo_geo
eng_logo
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო
- +

22 ივნისი. 2018. 12:29

 

 

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. როგორც კიევში განმარტეს, ახალი შეზღუდვები აშშ-ის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ თანხვედრაშია. ნუსხას დაემატა 30 იურიდიული და 14 ფიზიკური პირი, რომელებიც აშშ-ის ცნობით, კიბერსივრცეში მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან არიან დაკავშირებულები.

 

ამასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სანქციები დაუწესდება იმ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები. მათ შორის მოხვდა რუსეთის ცენტრალური საარჩვენო კომისია, ასევე რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ და სხვა.

 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შედგენილ განახლებულ სიაში ამჟამად 1 762 ფიზიკური და 786 იურიდიული პირია. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner