logo_geo
eng_logo
შსს: „ბასიანში“ ჩხრეკა არ მიმდინარეობს, ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება
- +

22 ივნისი. 2018. 13:44

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

„არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი“, - აცხადებენ შსს-ში.

 

ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, მათ დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა. ამის შესახებ გელბახიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner