logo_geo
eng_logo
შსს „ბასიანში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

22 ივნისი. 2018. 14:59

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ბასიანში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

 

„დღეს, 22 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით (რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე) და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ „ბასიანში“ განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner