logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძის ადვოკატი: სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია
- +

22 ივნისი. 2018. 14:59

 

 

„სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია“, - ასე უპასუხა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას -სასამართლო პროცესის დროს იყო თუ არა უხეში ჩარევა პროკურორების მხრიდან მოწმეების ან ბრალდებულების დაკითხვისას და თუ იყო ჩვენების შეწყვეტის მცდელობა.

 

„მოწმეების დაკითხვისას ისეთი უხეში ჩარევა, რომ ვთქვათ, გაეწყვიტათ, სხვა მიმართულებით წაეყვანათ, მე ასეთ ფაქტებს ვერ დავასახელებ, კიდევ ვიმეორებ, არ მინდა, რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ერთი გარემოება, როდესაც მოწმეებმა, რამდენიმე მოწმემ ითხოვა პროცესის მიმდინარეობის დროს, როდესაც ისინი ჩვენებას აძლევდნენ, გაეყვანათ ბრალდებულები დარბაზიდან, არ დაუკმაყოფილეს ეს შუამდგომლობა და მივიღეთ სურათი ისეთი, რომ ამ ბავშვებმა მისცეს არაფრის მომცველი ჩვენება, თუმცა, ძალიან საგულისხმო იყო ის დეტალი, რომ როდესაც მივიდნენ იმაზე საუბრის დროს, ეკავათ თუ არა მათ ხელში რაიმე იარაღი, ამ ბავშვებმა გადახედეს ბრალდებულებს, მე ვადევნებდი თვალყურს ამას და ნათლად დავინახე, როგორ გადახედეს. თუ არ ვცდები, ეს იყო გ. ჯ., ოღონდ ბოლო და შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ხელში არაფერი დაუნახავთ. ბრალდებულებზე ვსაუბრობ“, - განცხადა ნესტან ლონდარიძემ.

 

 

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გასული ჩანაწერი გამოძიებისთვის არ მიუწოდებია

 

 

 

ზაზა სარალიძე: ერთ-ერთი საუბარი მე და ზვიად კუპრავამ ჩავიწერეთ, „რუსთავი 2“-ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner