logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენს დეტალურად არ იცნობს
- +

22 ივნისი. 2018. 15:29

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს დეტალურად არ იცნობს.

 

ეკა ბესელიას შეკითხვაზე - „ენდობით თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას? განაჩენს?“

 

ნესტან ლონდარიძემ განაცხადა - „ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე ვენდობი უშუალოდ იმ პოზიციას, რაც მოსამართლემ ამ საქმის მიმართებაში დააყენა, მე პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან დეტალურად არ ვარ გაცნობილი, იმიტომ, რომ პირველ რიგში მე ზაზას გადავეცი, მას შემდეგ, რაც ჩავიბარე ეს განაჩენი და გუშინ გადმომეცა და ვერ შევძელი, ძალიან დეტალურად განმეხილა ეს. თუმცა, ის, რომ მან არ გაითვალისწინა მიხეილ კალანდიას ჩვენებები, როგორც არასანდო და წინააღმდეგობაში არის მოსული ყველა მტკიცებულებებთან, ეს ფაქტია და ამაზე არსებობს ჩვენთან პროკურორის განმარტებაც, რომ როგორც კი მოსამართლე თავის განაჩენში არ გაიზიარებს მიხეილ კალანდიას ჩვენებას, მეორე დღესვე მე მაგას დავაკავებო, თუმცა, ეს სურათი არ გვაქვს, თუმცა, არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც შეიძლება მე კითხვის ნიშანი მქონდეს და არ ვიზიარებდე“.

 

ზაზა სარალიძის ადვოკატი - სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner