logo_geo
eng_logo
ჯანდრი უბირია და სულხან აბესაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან
- +

6 მაისი. 2016. 12:33


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და სოციალური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან. საქართველოს დელეგაცია მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock"-ის მიერ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც ლაიფციგის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა. სამსახურის წარმომადგენლებმა გამოფენაზე პროთეზებისა და ორთეზების მწარმოებელი სხვა კომპანიები გაიცნეს და საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner