ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და სოციალური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან. საქართველოს დელეგაცია მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock"-ის მიერ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც ლაიფციგის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა. სამსახურის წარმომადგენლებმა გამოფენაზე პროთეზებისა და ორთეზების მწარმოებელი სხვა კომპანიები გაიცნეს და საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.