logo_geo
eng_logo
ლევან დადუნაშვილის დედა: რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, ის არის მარტო მკვლელი?
- +

22 ივნისი. 2018. 17:26

 

 

„დათო სარალიძის მკვლელობა ეს ჯგუფური მკვლელობაა“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 

„დათო სარალიძესთან დაკავშრებით რომ თქვეს, რომ კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობა არის არტერია, მე ამას არ დავეთანხმებოდი, იმიტომ, რომ 12 ჭრილობიდან არ შეიძლება ერთი კონკრეტული გამოიყოს. არტერია არის ძლიან სწრაფი და შეიძლება მან დაასწრო, ეს ერთი, მეორეც, ე.ი. რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, ის არის მარტო მკვლელი? ესეც არ მესმის, არ ვიცი, შეიძლება, იურისტები ამას რაღაც სხვა თვალით უყურებთ, მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის მკვლელობა ეს ჯგუფური მკვლელობაა“, - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner