logo_geo
eng_logo
იზო მაღლაკელიძე: მიხეილ კალანდიას ტანსაცმელზე სისხლის არსებობა არ ნიშნავს, რომ მან სარალიძეს დანა დაარტყა
- +

22 ივნისი. 2018. 17:26

 

 

„მიხეილ კალანდიას ტანსაცმელზე სისხლის არსებობა არ ნიშნავს, რომ მან სარალიძეს დანა დაარტყა“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ განაცხადა.

 

„მიხეილ კალანდიას მიმართ ტანსაცმლის ამოღებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ თუ არავინ მიუთითა გამოძიებას, ბუნებრივია, ალბათ, თვითონ ვერ იპოვიდნენ მის ტანსაცმელს. თუმცა, მე ვთვლი, რომ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი რომც ამოეღოთ და მასზე ყოფილიყო დავითის სისხლი, ცალსახად ალბათ ეს არ მიგვითითებდა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. იმიტომ, რომ ის პირდაპირ უთითებდა, რომ მას შეხება ჰქონდა დავითთან, იმ დროს, როცა გ. ჯ. მას დანით აყენებდა დაზიანებებს. ბუნებრივია, შესაძლებელია ყოფილიყო მასზე დავითის სისხლი, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს პირდაპირი მტკიცებულება ვერ იქნებოდა, რომ ის დაგვედანაშაულებინა ცალსახად მკვლელობაში, თუ პარალელურად არ იქნებოდა მოწმის ჩვენებაც, რომ მან გამოიყენა დანა დავითთან მიმართებაში“, - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დადუნაშვილის ადვოკატმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner