logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი: საქართველო აპირებს ქვეყანაში ბიზნეს-ატმოსფეროს გაჯანსაღებას!
- +

22 ივნისი. 2018. 17:46

 

 

საქართველო  ერთ-ერთი ლიდერია ქვეყანაში ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებაში. ამის შესახებ ბაქოში მიმდინარე CAMCA (Reform initiatives in the CAMCA region) პლენარული სესიის მიმდინარეობისას განაცხადა საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ლაშხმა.

 

მისი სიტყვებით, საქართველო აპირებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-ატმოსფეროს გაუმჯობესებას. 

 

„სწორედ ამისათვის ვებრძვით ზედმეტ ბიუროკრატიზმსა და კორუფციას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

 

ლაშხის განცხადებით, ეს პროცესები ასევე დააჩქარებს ციფრულ სფეროში წინსვლას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საქმიანობის გამჭვირვალობას. მარიამ ლაშხის გამოსვლის საბოლოო რეზიუმე ასეთი გახლდათ: „უმნიშვნელოვანესი საკითხია ბუნებრივი რესურსების ადამიანურ კაპიტალად გარდაქმნა“.

 

https://report.az/ru/v-regione/mariam-lashhi-gruziya-namerena-uluchshit-biznes-atmosferu-v-strane/

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner