logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: არასრულწლოვანთა კოდექსმა პრაქტიკაში გაამართლა
- +

6 მაისი. 2016. 12:34


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა კოდექსმა პრაქტიკაში გაამართლა.


მისი თქმით, ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კოდექსმა გაამართლა.



მე თან მაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულთა რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირია ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა როგორც პროკურატურის მხრიდან, ასევე სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, დაუბრუნოს პროკურატურას განრიდების ღონისძიებების გამოყენებისათვის საქმე. ამ მხრივ საამაყოა, რომ ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა ზოგადად საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კოდექსმა გაამართლა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner