logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერეთლის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

22 ივნისი. 2018. 23:40

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, ქურდობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, 2003 წელს დაბადებული ლ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ.თ. კი ამხილეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს ლ.ს.-მ, თანამზრახველებთან - ლ.კ.-სა და გ.თ.-სთან ერთად, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკა“ გაქურდა, საიდანაც მათ სხვადასხვა ფირმის 20 მობილური ტელეფონი წაიღეს.

 

პოლიციამ 7 მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner