ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი გაგრძელდება.
„რაც შეეხება მათი დაშლის გახანგრძლივებულ პროცესს, რომელიც ძალიან დიდი ხანია დაიწყო, როგორც ჩანს, გაგრძელდება, იმიტომ რომ საარჩევნო პერიოდია და გასაგებია მოტივაცია",- განაცხადა ეკა ბესელიამ.