სტალინი დიდხანს და გულდასმით დადიოდა გელათში. აღმაშენებლის ანდერძის თანახმად, მისი საფლავისთვის ფეხი უნდა დაედგა, მან კი შემოუარა მას და გელათში ისე შევიდა. შევიდა მოსამსახურეთა კელიებთან და განმარტოებით იდგა რამდენიმე წუთს. როდესაც შებრუნდა ეკლესიაში და აიარა კიბეები, მოტრიალდა და დაინახა რომ აღარავინ მიჰყვებოდა; იკითხა - რატომ არ მომყვებით - თუ თქვენ მართლმადიდებლები არ ხართო?...მხოლოდ მგელაძემ უპასუხა - რომ არ სურდათ მისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. სტალინმა უთხრა: სასულიერო სემინარია დავამთავრე და ეკლესიაში ისეთს არაფერს გავაკეთებ - შეხედვისა შეგრცხვეთო.... შეატყო გვერდზე მყოფთ - რომ აინტერესებდათ მათ - თუ რატომ აერიდა დავითის საფლავს. სტალინმა თვითონვე განაგრძო.1503 დან 1510 წლამდე, თურქობა შემოსევია საქართველოს - კერძოდ იმერეთისკენ აუღიათ გეზი და გელათი ქონიათ პირველი მიზანში ამოღებულიო. ბერები ჩქარობდნენ რომ პირველ რიგში აღმაშენებლის ნეშტი და მონასტრის განძეულობა გადაემალათ და მოახერხეს კიდეც. იმ დიდი სულის კაცს - ქართველობისთვის დაბარებული სიტყვები - ,,ფეხი დამადგით გულზე ყოველმან’’ - მანამ იყო ძალაში სანამ მისი სხეული აქ განისვენებდა და მის მერე, მისი სხეული უეჭველია შორს არაა გადატანილი - მაგრამ აქ აღარ ასაფლავია - მეც ამიტომ ავუარე გვერდიო. სტალინამდე კი იყო დიდი სამზადისი.... ბეთანიის მონასტრის კუთვნილ წისქვილთან - სამადლოს ხევში, ბერმა - კუკშამ ( ფოტოზე მარჯვნიდან პირველი ) დილაუთენია ლოცვად დამდგარ 9 წლის სოსოს - წისქვილში მიაკითხა. შემდეგ ბეთანიის მონასტრის სარდაფში ჩავიდნენ - სადაც ბერები ძვლებს ინახავდნენ. ეუბნებოდა - ეს წმიდანთა ძვლებია, მათი სულები ეხლა - შენს სამზადის ადევნებენო თვალსო. ერთხელ დედამისი კეკე ჩასულა ბეთანიაში და შვილი მოუკითხია. ჩვენ დიდ სამზადისს შევუდექითო - უთქვია დედამისისთვის ბერს. ,,რაც შეიძლება ბევრი სიკეთე ქენი ქრისტეს წინაშე - დაუბარებია კეკეს შვილისთვის - რათა ამ ქვეყნიდან გასულმა - ამ სიკეთემ გადაგარჩინოსო’’. ,, კიდევ ათი ათასი წელი გეცოცხლოსო დედა’’ - ამ სიტყვებით გააცილა პატარა სოსომ დედამისი გელათიდან. აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი’’, წაკითხვიდან საღამომდე - ზეპირად დაუსწავლია. ერთხელ ასეთი კითხვით მიუმართავს ბერისთვის : ,,ცოდვის ჩამდენ კაცს რამდენი შესწრებია, მარა ის თუ უნახავს ვინმეს - ცოდვას როგორ ინანიებსო? ’’....შენ სიჭაბუკითგანვე არა ცნობ ძილს თვალთა, რულს ნამთა და განსვენებას - ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა - ცრემლითა მოსასპობადო. იცოდე, რომ შენ ათეიზმით დაჩაგრულ დიდ ქვეყანას ჩაუდგები სათავეში. ამ დროს ბოროტება გაძარცვავს და გაანდგურებს ეკლესია - მონასტრებს. მართლმადიდებელი რწმენის ხალხები, დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ამოხოცავენ სამღვდელოების დიდ ნაწილს და შეუდგებიან ქვეყნის გამალებულ ძარცვას. შენ უნდა აღადგინო ხალხის შეგნებაში მამულის მცნება, შენ უნადა გამოაცხადო სამშობლო - თავისი შემოღობილი ზეცით და მიწა - წყლით, გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით, შენ უნდა მოსპო ყველა მისი მტერი - როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა, კიშინის ხევში - 850 მაცდუნებელიო, ყველაფერს მოიკლებ და ხალხს შესწირავო - შთაუგონებია მისთვის მოძღვარს. მოგვიანებით გიტლერს, 1940 წელს - სტალინისთვის გაუგზავნია თავისი ერთ - ერთი ნახატი - რომელიც 1927 წელს, მის მიერ იყო შესრულებული. მასზე ბავარიის ალპები ეხატა და საკუთარ ნახატზე მიუწერია: ,,ეს ჩემი სამშობლოს მთებია, მაღალი და ღმერთთან მიახლოებული - ჩემს მიერ შესრულებული ახალგაზრდობაშიო“. სტალინმა ჰიტლერს ძვირფას მუყაოზე - საკუთარი ხელით დაუწერა - საკუთარი ლექსი - გერმანულ ენაზე - „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“ და უკან მიაწერა: „ ეს კი ჩემს სამშობლოზეა - რომელიც თვით ღმერთიაო....ჩემი დაწერილია ბავშვობაშიო....უკვე სტალინად ქცეულ სოსოს ცხოვრებაში - ერთი ასეთი ამბავიც მომხდარა. 1945 წლის 6 იანვარს - საღამოს 6 საათზე სტალინმა ვლასიკს უთხრა: ელოხოვის ღვთის გამოცხადების სახელობის ტაძარში - წასასვლელად მოემზადეთო. დღეს მართლმადიდებლური საშობაო ლოცვა იწყება და ხვალ უდიდესი დღესასწაულია - მართლმადიდებლებისთვის. იყო დრო, როდესაც ღამეებს ვათენებდი ტაძარში და სტიქაროსნობისას ბერებს ვეხმარებოდიო. შენ თუ გილოცია ოდესმე? - ან პირჯვრის სწორად გადაწერა თუ იციო?...ამხანაგო სტალინ, მე უღმერთო ვარ და არავინ მწამსო. სტალინს ცივად გაეღიმა და კვლავ ჰკითხა: არც კომუნიზმის და ჩემი გჯერაო?...ვლასიკი გაფითრდა, ენა ჩაუვარდა და წაიბოდიალა: რა თქმა უნდა მწამს, მაგრამ - ღმერთის კი არა თქვენიო....ჩემი იმიტომ გწამს, რომ მე ვცდილობ უფლის გზით ვიარო და არა ურიათა მიერ - საექსპერიმენტოდ შემოგდებული კომუნიზმის გზითო.... ,,ჩისტი პერეულოკში’’ - ( ამ მისამართზე მდებარეობდა რუსეთის პატრიარქ - სერგის ახალი რეზიდენცია, სადაც ადრე გერმანიის ელჩი - შულენბურგი ცხოვრობდა) წადი და პატრიარქ სერგის აუწყე, რომ წირვა - ლოცვაზე ვაპირებ მისვლას. შემდეგ კი მასთან ერთად ჩემს აგარაკზე გავემგზავრებით და საშობაო ლიტურგიის გასაგრძელებლად ვინმე შეიგულოს წინასწარო. ვლასიკს წარმოდგენა არ ქონდა თუ როგორ უნდა მიემართა სასულიერო პირისთვის და პატრიარქისთვის ასე მიუმართავს ....ამხანაგო სერგი, ამხანაგმა სტალინმა დამიბარა გადმოქცეთ, რომ ტაძარში წირვა - ლოცვაზე მოვა. შემდეგ კი თქვენთან ერთად კუნცევოში აქვს გადაწყვეტილი გამგზავრება და გევალებათ, თქვენი შემცვლელი მოძებნოთ საშობაო ლოცვისთვისო. მეუფე სერგი დიდი სიდინჯით უსმენდა, შემდეგ გაეღიმა, პირჯვარი გადასახა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაულაპარაკა - მის თანმხლებ მიტროპოლიტ ალექსის: მეუფეო - ტაძარში შენ შემცვლი - ლოცვისასო. სტალინმა მოისმინა და როცა თხრობა დაამთავრა ვლასიკმა - სტალინმა უთხრა: პატრიარქი პარტიული არაა - ამხანაგი რომ უწოდო, ის სასულიერო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელია და მისთვის მეუფე უნდა დაგეძახაო. ტაძარში შესვლამდე სტალინმა მკაცრად გააფრთხილა ვლასიკი: არანაირი აქტიურობა არ დავინახო თქვენი მხრიდან, მორწმუნეებს ნუ შეავიწროებთ. ეს ადგილი უსაფრთხოაო. ტაძარში შესვლისას სტალინმა პირჯვარი გადაიწერა. მრევლი თავდაპირველად ისე იყო ლოცვაში ჩართული, რომ სტალინი არავის შეუმჩნევია. შემდეგ ვიღაცამ დაინახა, მიაჩერდა და გვერდით მდგომს გადაულაპარაკა - სტალინიო....სულ რაღაც სამ წუთში, მთელი მრევლი დიდ ბელადს მისჩერებოდა. ამასობაში, პატრიარქი სერგი წირვა - ლოცვას ატარებდა და თან ეტყობოდა, რომ დიდი ბელადის ნიშანს ელოდებოდა - რათა ლოცვა გადაებარებინა და სტალინთან ერთად კუნცევოში გამგზავრებულიყო. როგორც კი პატრიარქი საკუთრხეველში შევიდა, სტალინის მითითებით ვლასიკი მასთან მივიდა და მოწიწებით - უკვე კარგი მორწმუნესავით - მიმართა: მეუფეო, სტალინი მანქანაში გელოდებათო. აგარაკზე რომ მივიდნენ, ვლასიკი ავტომობილიდან გადმოხტა - რათა სტალინისთვის კარი გაეღო, მაგრამ მან თვალით ანიშნა - პატრიარქს მიხედეო.... სტალინი და მოხუცი პატრიარქი ერთდროულად შევიდნენ ოთახში და ყველამ - ბერიას გარდა, საკმაოდ გაოცებულმა შეხედა უჩვეულო სტუმრებს. დიდმა ბელადმა მოხუცი პატრიარქი სუფრის თავში დასვა და თავად გვერდით მიუჯდა. მეორე თავში კი ბერია გაამწესა და ტრადიციულად, თამადობა დაავალა. სანამ ბერია სადღეგრძელოს იტყოდა, სტალინმა წითელი ღვინით სავსე ჭიქა აიღო და წარმოთქვა: რუსეთი ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა. ხალხს სჯერა ღმერთის და სწორედ მოვიქეცით - ქვეყანაში მართლმადიდებლობა რომ აღვადგინეთ და მრევლს თავისუფალი არჩევნის საშუალება მივეცითო. დარწმუნებული ვარ, რუსეთის პატრიარქი სერგი, ღირსეულ მასწავლებლობას გაუწევს ყველა მორწმუნეს. დღეგრძელი და ჯანმრთელი იყავით, მეუფეოო!...სტალინმა მოხუც პატრიარქს ჭიქა მიუჭახუნა და ბოლომდე გამოსცალა. იგივე გააკეთეს სუფრის სხვა წევრებმაც. სანამ მეუფე სერგი რამეს იტყოდა, ჯერ სუფრა აკურთხა და მხოლოდ ამის შემდეგ დალია სამადლობელი - რომელიც ასე დაასრულა: „გამარჯვება ახლოა და გარწმუნებთ, ჩვენი ხალხის, მხედრობისა და მთავრობის შეუპოვარი -გმირული საქმიანობის მიღმა, უფალი დგას, რომელმაც ეს ყოველივე შეგვაძლებინაო. ერთი საათის შემდეგ კი პატრიარქმა შობა მიულოცა ყველას და ოთახი დატოვა. მეუფე სერგი თავად სტალინმა მიაცილა მანქანამდე. გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე სტალინმა დაწერა ლექსი - “მორჩილი”, სადაც აღნიშნავდა რომ - მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა. ეს ლექსი კი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში.
მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე
თუკი საწუთროს მე მორჩილი - შენში მომანდობ,
თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე
შენგან იმედი - შემოქმედად უნდა მომმადლო.
არ დაგცდენია სამდურავი შენ ჯვარზე დაღლილს
და გაუძელი ბოროტების მახეს ტიალსაც,
შენ ჭირთა თმენით დაამცირე მსახვრალი ბადე
და გაძარცული დაუტოვე ეშმაკს მზირალსაც.
ჟამი მიმწუხრის წასასვლელად უნდობლად მიხმობს
და მხოლოდ შენში მივენდობი - ჩემს ბედს გამრიგედ,
თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს
ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ - ვით დღეს ხვალინდელს.