logo_geo
eng_logo
მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
- +

23 ივნისი. 2018. 13:11

 

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

 

ბრალდებულები კომპანიების - „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის“ წარმომადგენლები არიან.

 

ბრალდებულებს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

 

პროკურატურამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე, გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამ პირს ბრალი 22 ივნისს წაუყენა.

 

30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურში სამუშაოები ინციდენტამდე 5 თვით ადრე დასრულდა. ის „ყვარელრემმშენმა“ 347 852 ლარად შეასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო, გამოცხადებულ ტენდერშიც სწორედ შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner